მინისტრები 26 მაისის აღლუმის დეტალებზე მსჯელობენ

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 14:02

სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს როგორ აღნიშნავს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში ამ წუთებში მიმდინარეობს. 26 მაისის კომისიაში სამთავრობო კაბინეტის წარმომადგენლები შედიან. სხომის დაწყებამდე მინისტრები კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა ცნობილია, რომ საზეიმო ღონისძიება არამარტო თბილისში, არმედ ერთდროულად ქვეყნის 25 ქალაქში გაიმართება.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა ჟურნალისტებთნ საუბრისასა განაცხადა, რომ 26 მაისის  სახალხო დღესასაწაული მთელი  საქართველოსთვის იქნება. გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიება დედაქალაქის რამდენიმე რაიონში გაიმართება.

საკითხის კოორდინირება პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ვიცეპრემიერს გიორგი მარგველაშვილს დაავალა. მარგველაშვილის თქმით, აღლუმზე სამხედრო ნაწილიც აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43