ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად, სავარაუდოდ, 38 პაციენტი დაიღუპა

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 14:05

სავარაუდოდ 38 ადამიანი დაიღუპა მოსკოვში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში 41 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ  სამი მათგანის გამოყვანა შეძლეს. 

ხანძარი წუხელ კლინიკის იმ კორპუსში გაჩნდა, სადაც განსაკუთრებული რეჟიმის პაციენტები იმყოფებოდნენ. 

ხანძრის გამომწვევი  მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით მოსკოვის ოლქში ხვალინდელი დღე გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61