მოულოდნელად გარდაცვლილი პატიმრის საქმეს სასჯელაღსრულების სამინისტრო გამოიძიებს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 13:38

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გარდაიცვალა 1976 წელს დაბადებული მსჯავრდებული ხ.დ.

ხ.დ სასჯელს იხდიდა სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით. მსჯავრდებული ჩართული იყო „მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის“ პროგრამაში.

2013 წლის 14 აპრილს 22:00 საათზე მსჯავრდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოძიება ელოდება ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რის შემდეგაც დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მომხდარ ფაქტს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45