პრეზიდენტი ლაშა შავდათუაშვილსა და ამირან პაპინაშვილს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებას ულოცავს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 13:15

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლაშა შავდათუაშვილსა და ამირან პაპინაშვილს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებას facebook-ით ულოცავს.

"დღეს ლაშა შავდათუაშვილმა კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა მთელ საქართველოს - ჩვენმა პატარა ჩემპიონმა ბუდაპეშტში რუსეთის სახელით მოასპარეზე კამალ ხან-მაგომედოვთან დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს არის საჩუქარი თითოეული ქართველისთვის და იმედი თითოეული პროფესიონალისთვის. მისი ყოველი გამარჯვება სხვა არაფერია თუ არა უზომო სიყვარულის გამოხატვა თავისი ქვეყნისა და მშობლიური ქალაქის მიმართ. ახალი ოქროს მედლით, ლაშამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ საქართველოს ამ პატარა ქალაქში დიდი პატრიოტები იბადებიან.

მინდა მივულოცო ლაშას გამარჯვება და დიდი მადლობა ვუთხრა იმ სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც ყოველი მისი გამარჯვების დროს მეუფლება მეც და, ვფიქრობ, მთელ ქართველ ერს.

ასევე გულით ვულოცავ ჩვენს კიდევ ერთ ოქროსმედალოსანს ამირან პაპინაშვილს, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი მებრძოლები ჰყავს!

ამ ბიჭების გამარჯვება პირადად მე მაძლევს ძალას ბრძოლა საქართველოს სახელისთვის, მისი დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ახალი შემართებით გავაგრძელო.

დიდი მადლობა ბიჭებო!"

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45