ბიძინა ივანიშვილი ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულ ძიუდოისტებს წარმატებას ულოცავს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 13:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულ ძიუდოისტებს წარმატებას ულოცავს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ მილოცვის ტექსტს:

"დღეს სასიხარულო ცნობა მოვიდა ბუდაპეშტიდან - ჩვენმა სახელოვანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვეს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ევროპის ჩემპიონებს ამირან პაპინაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს.

ჩემპიონატის პირველსავე დღეს ასეთი წარმატება იმედისმომცემია. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის.

წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ძიუდოისტთა გუნდს, თითოეულ მოასპარეზეს, ხოლო ჩვენს ხალხს ვუსურვებ გამარჯვებით სიხარული არ მოკლებოდეს".

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45