გურამ ოდიშარია და მარინე მიზანდარი თელავს ესტუმრებიან

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 13:05

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი თელავის საზოგადოებას თელავის ისტორიული მუზეუმის კონცეფციას წარუდგენენ.

26 აპრილს 16: 00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან მერაბ ბოჭოიძესთან ერთად, თელავს ესტუმრებიან, სადაც თელავის მაჟორიტარ დეპუტატთან გელა სამხარაულთან, მუნიციპალიტეტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, თელავის საზოგადოებას თელავის ისტორიული მუზეუმის ახალ კონცეფციას, მისიას გააცნობენ.

ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბატონისციხის კომპლექსის, კრიზისული ვითარებიდან გამოყვანის მიზნით, საჭირო იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა, მუზეუმის კონცეფციის შემუშავება, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ტექნიკური დავალება არსებულ მშენებარე ნაგებობის ადაპტაციისათვის.

შეხვედრის ფარგლებში,16:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, დაგეგმილია სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა თელავის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, თელავის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან. ვიზიტის ბოლოს, მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე თელავის ისტორიის მუზეუმს ესტუმრებიან და ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას ადგილზე დაათვალიერებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5