”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” თელავში ორდღიან სემინარს ჩაატარებს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 13:02

ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, პროექტის ფარგლებში ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის“, 26 და 27 აპრილს, 12.00 საათზე ქ. თელავში ჩაატარებს ორდღიან სემინარს.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ რაიონებში, ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა.

ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარი მიეძღვნება სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას.

პროექტის მონაწილეებს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლები მიაწვდიანინფორმაციას იმ უფლებებსა და თავისუფლებების შესახებ, რომელიც აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით.

დღის ბოლოს, ორგანიზაციის იურისტები იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ, როგორც სემინარების მონაწილეებს, ასევე რაიონის მოსახლების დაინტერესებულ ნაწილს.

პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და მოიცავს საქართველოს 31 რაიონსა დასოფელში ანალოგიური შეხვედრების ორგანიზებას და ჩატარებას.

დასაწყისი 12:00 საათზე.

მის:თელავი, ვაჟა-ფშაველას 3,

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დარბაზი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61