სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეას პასუხის გასაცემად ვადა მისცა

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 19:34

დღეს სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ თუ კესონის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ეს ქვეყანა მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, აღნიშნულს სერიოზული შედეგები მოჰყვება. „სი-ენ-ენ“-ის ცნობით, სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა კიმ ჰუნგ-სეკმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, კესონის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით მოლაპარაკების შეთავაზებაზე პასუხი პარასკევს,  შუადღემდე გასცეს.

მინისტრის თქმით, თუ ფხენიანი ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, სეულს არჩევანი აღარ ექნება და „სერიოზულ“ ზომებს მიმართავს. თუმცა, თუ რა იგულისხმება ამ ზომებში, მინისტრის არ დაუკონკრეტებია.

კერსონის ინდუსტრიული ზონა ორი ქვეყნის ერთობლივი ეკონომიკური ზონაა, სადაც სამხრეთ კორეის 120 კომპანია მოქმედებს. ამ თვის დასაწყისიდან, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეელებს ზონაში შესვლის საშუალებას აღარ აძლევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45