პოლიტიკური პარტიები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ მათ დაავიწყდათ საქართველო - ილია II

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 18:40

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ახალგაზრდა თაობის განათლების მნიშვნელობაზე  სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ისაუბრა.

პატრიარქმა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები დალოცა და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ახალგაზრდებთნ საუბრისას კათოლიკოს-პატრიაქმა უფროს თაობასთან ურთიერთობის მნიშვნელობას დიდი დრო დაუთმო.

"ბოლო დროს წინა პლანზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი. იმდენად დაუპირისირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს,  რომ მათ დაავიწყდათ საქართველო. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ეს დასაშვგებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერია, ჩვენი სამშობლოა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავენ იმ პრობლემებს, რომლის წინაშე ქვეყანა დგას", -  ბრძანა უწმიდესმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45