უმრავლესობა ინიცირებულ კანონპროექტს გამოიწვევს

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 18:49

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა დღეს იმ კანონპროექტებსა და საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მომავალ სასესიო კვირას პარლამენტში განიხილება.

მისი თქმით, მეორე მოსმენაზე გადის კანონი, რომელიც პროკურატურის რეფორმას გულისხმობს. ასევე, მეორე მოსმენით გადის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები. ამავე კვირაში პარლამენტი ელჩობის 5 კანდიდატზე იმსჯელებს, რომლებზეც სავარაუდოდ პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

"იმედია პრეზიდენტი ხელს დროულად მოაწერს მათ დანიშვნას, რადგან სერიოზული პრობლემები იქმნება იმ ქვეყნებში, საიდანაც ელჩი გამოწვეულია და ახალი ელჩი ვერ ინიშნება. ეს ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

ასევე, მისი განცხადებით, გადაიდო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა, ვინაიდან გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსაზრება გამოთქვეს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში შუალედურ არჩევნებზე პრობლემა შეიქმნებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45