მამუკა არეშიძეს არ გაკვირვებია, "იზვესტიაში" გამოქვეყნებული წერილი

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 17:50

გამოცემა "იზვესტიაში" გამოქვეყნებული წერილი, რომელიც კონტრდაზვერვის პოლკოვნიკის ანგარიშს შეეხებოდა, ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს არ გაკვირვებია. მისი თქმით, ეს ახალი და პირველი შემთხვევა არ არის.

"ზოგიერთმა, ახლა უკვე ოპოზიციის წარმომადგენელმა, გაიკვირვა, რომ რუსეთში შეიძლებოდა ასეთი წერილი გამოქვეყნებულიყო. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ისიც ითქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩეჩნების ჩამოყვანის ან გაწვრთნის თაობაზე ვილაპარაკოთ. სულ რომ არაფერი ვთქვათ, ყველამ ყველაფერი იცის. მთელი წლის განმავლობაში ამაზე მიდიოდა საუბარი. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი დათვლით, სხვადასხვა ქვეყნის 9-10 სპეცსამსახური მუშაობს და ყველამ ყველაფერი იცის. მით უმეტეს, თუ საქართველოს ხელისუფლება ამას თავისი მოუხეშავი სპილოსებური ქმედებით ხელს უწყობს. თუ რამეს აკეთებ, ისე მაინც გააკეთე, სხვამ არ გაიგოს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტის შეფასებით, დღეს ქვეყნის იმიჯი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კვლავ დაიწყო საუბარი, რომ ტერორისტების მფარველი ქვეყანა ვართ. მამუკა არეშიძე ლაფანყურის თემას იხსენებს და აღნიშნავს, რომ წინასწარ ხვდებოდა, ეს ამბავი ასე რომ არ ჩაივლიდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58