ირაკლი ალასანიამ სოფიის ცენტრალურ სამხედრო კლუბში სამუშაო შეხვედრა გამართა

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 17:07

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს სოფიის ცენტრალურ სამხედრო კლუბს ეწვია. ირაკლი ალასანიამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში „თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ (NATO’s Building Integrity) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

სემინარზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს პოტენციალისა და მიღებული გამოცდილების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონში ლიდერი გახდეს. ჩვენ ამის სრული პოტენციალი გვაქვს. საქართველოში მიმდინარე წინადადებები და სტრუქტურული რეფორმები, სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო იქნება, რომ გადაიღონ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რომ დაანახოს მთელ ევროპას, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და რამდენად დიდი გამოცდილება შეგვიძლია გავუზიაროთ ევროპელებს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ასევე, ირაკლი ალასანიას სიტყვით გამოსვლა ბულგარეთის ატლანტიკურ კლუბში.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბულგარეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდებიან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51