ასეთი ტიპის განცხადებები პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არ უნდა კეთდებოდეს - ირინა იმერლიშვილი

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 16:07

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის მხრიდან გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

იმერლიშვილის თქმით,  ასეთი ტიპის განცხადებები არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არც პოლიტიკოსების მხრიდან არ უნდა კეთდებოდეს.

"მე რამდენადაც ვიცი, ადმინისტრაციაში სპეცკავშირი დაზიანდა, მათ სპეციალისტები გამოიძახეს, რომელბმაც დაზიანების შეკეთება სცადეს, თუმცა მათთან მივიდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ადგილის დატოვება მოსთხოვა. ამის შემდეგ გაკეთდა ის განცხადებები, რაც ყველამ მოვისმინეთ. აღსანიშნავია, რომ მის ამ ბრალდებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კონკრეტული ფაქტებით, გვარებით და სახელებით უპასუხა", -  განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა, ადმინისტრაციის შენობაში ორი უცნობი პირის უკანონოდ შესვლის შესახებ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5