საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს ბიძინა ივანიშვილი გახსნის

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 15:45

საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი სასტუმრო „Tbilisi Marriot”-ში 26 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება. ფორუმი საქართველო-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და უკრაინული კომპანია „Soft Rating Consult”-ის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ფორუმში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.

აღნიშნულ ფორუმს 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ისინი გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს.

უკრაინული ბიზნესდელეგაციის წევრები წარმოდგენილნი არიან ისეთი სექტორებიდან როგორებიცაა: საბანკო-საფინანსო,წარმოება, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საკონსულტაციო, ტრანსპორტო, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

გენერალური პარტნიორის კომპანია SAP-ის ორგანიზებით ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება პარალელური პანელური სესიები „SAP”-ის პროგრამებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.

ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს და ორმხრივ შეხვედრებს ქართულ და უკრაინულ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურიურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46