მარიამ საჯაია სრულად ეთანხმება პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 15:31

ჩვენ სრულად ვეთანხმებით პრეზიდენტის ვეტოს და მიზეზებს, რის გამოც ეს მოხდა,  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა მარიამ საჯაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ სრულად არ მოხდა ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება. კერძოდ კი იმ ნაწილში, რომ არ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ამით ირღვევა უწყვეტობის პრინციპი. ამასთანავე, ეს ქმნის პრეცენდენტს, რომ სხვა ყველა მთავრობა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, შეეცდება, რომ გავლენა მოიპოვოს სასამართლო ხელისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვეთანხმებით პრეზიდენტის ვეტოს და მიზეზებს, რის გამოც მოხდა ეს. ჩვენ ვეცდებით, რომ არ მივცეთ უმრავლესობას საშუალება გადალახოს ვეტო. თუმცა, თუკი ეს მაინც მოხდება, არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია ამ კანონპროექტზე გავლენის მოხდენა", - განაცხადა მარიამ საჯაიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესსა და საბჭოს მოქმედი წევრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59