რუსეთი და ახალი მთავრობა ერთობლივად მოქმედებენ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 15:03

აგვისტომ ომის გამოძიება ცხინვალმა დაიწყო და, შესაძლოა, რუსეთი და ახალი მთავრობა ერთობლივად მოქმედებენ, - ამის შესახებ  „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ "პრაიმტაიმში" გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავითაიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დათმობებზე მიდის და მსგავს ფაქტებზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს.

"სასაცილოა ის, რომ ახლა ხდება ყველაფრის დაწყება. როგორც ჩანს,  რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა ერთიანი სქემა. დღეს ხდება ცნობილი, რომ თითქოს ცხინვალი იწყებს აგვისტოს ომის გამოძიებას. ახალი ხელისუფლების დამთმობმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ დღეს სეპარატისტები გადადიან აგრესიულ ქმედებებზე. ეს თითქოს მიზანმიმართული ქმედებებია, რომ ვიღაცამ მიიღოს რაღაც სიამოვნება რუსეთის ფედერაციაში. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უარი თქვას მსგავს პოლიტიკაზე და მაქსიმალურად აჩვენოს ძალა,რომ საქართველო არაფრის დამთმობი არ არის", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45