საია შსს-ს და მთავარ პროკურორს მიმართავს

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 11:26

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია ჟურნალ "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორის ირაკლი აბსანძის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-ს და მთავარ პროკურორს თხოვნით მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანონ საქმის გამოძიება.

"ჯეონიუსი" გთავაზობთ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებას:

" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია ჟურნალ "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ირაკლი აბსანძე, რომელიც ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი აბსანძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით ირაკლიმ მეგობრისგან გამოგზავნილი ამანათი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. მისი ადვოკატის განცხადებით, ირაკლის არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იდო ამანათში.

ჩვენი კოლეგის ირაკლი აბსანძის პიროვნული ღირსებების, მაღალი პროფესიონალიზმის და პატიოსანი რეპუტაციის გათვალისწინებით, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად ღიად და ობიექტურად ჩატაროს აღნიშნული საქმის გამოძიება და ვთხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურორს თავიანთ პირად კონტროლზე აიყვანონ საქმის გამოძიება.

ჩვენ, ასევე, ვითხოვთ გამოძიების ყველა ეტაპზე სრულყოფილი და ობიექტური მონიტორინგის განხორციელების საშუალებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59