სასამართლო იმ კანონს დაემორჩილება, რასაც პარლამენტი მიიღებს - კოტე კუბლაშვილი

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 15:12

 სასამართლო იმ კანონს დაემორჩილება, რასაც პარლამენტი მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა. 

"პრეზიდენტს აქვს უფლება ვეტო დაადოს ნებისმიერ კანონპროეტს თუ მას საჭიროდ ჩათვლის. არ შეიძლება ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების ცვლაც მოჰყვეს. თუ ეს მოხდება,  იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის განცხადებით,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში შესაძლებელია რაღაც გამონაკლისების დაშვება, თუმცა ახალი ხელისუფლება არათუ მცირე გამონაკლისებს უშვებს, არამედ სისტემის თითქმის სრულ ცვლილებებს წარმოადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61