შიდა ქართლის გუბერნატორმა რუსმა სამხედროების მიერ დაკავებულების ახლობლები მოინახულა

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 14:55

შიდა ქართლის გუბერანტორი ზურაბ ჩხეიძე ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ქერეში ჩავიდა, სადაც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ადგილობრივი დააკავეს რუსმა სამხედროებმა. გუბერნატორი დაკავებული არსენ ლაფაჩის და ელგუჯა ელიკაშვილის ახლობლებსა და თანასოფლელებს შეხვედა დაკავების დეტალების გასარკვევად. 

ზურაბ ჩხეიძემ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და იმ უწყებებს, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება და ინტერესების დაცვა ევალებათ, გააქტიურებისკენ მოუწოდა.

"ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში უკანონოდ დაკავებებმა იმატა. რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალში მცხოვრები გიორგი დოთიაშვილი დააკავეს, შემდეგ კი სოფელ ქერეს ორი მაცხოვრებელი. აღსანიშნავია, რომ ქერეში აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაბამის უწყებებს, ვისაც ჩვენი მოსახლეობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ევალებათ, გააქტიურება ჭირდებთ,“ განაცხადა ქერეში მყოფმა ზურაბ ჩხეიძემ.

ადგილობრივების თქმით, ლაფაჩი და ელიკაშვილი, რომლებიც საქონელს მწყემსავდნენ, რამდენიმე დღის წინ რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45