კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 14:54

მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სხდომას მინისტრთა კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით ესწრება. მინისტრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 37 საკითხს განიხილავენ.

დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრი წარადგენს მთავრობის დადგენილების პროექტს 2013 წლის სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სამედიცინო პროგრამის დამტკიცების შესახებ.

გარემოს დაცვის მინისტრიც წარადგენს დადგენილების პროექტს, რომელიც გარემოს დაბინძურების საკითხს ეხება.ენერგეტიკის მინისტრი კი წარადგენს პროექტს მთავრობასა და კომპანია "ტრანსელექტრიკას" შორის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებს საქართველოში ჰუდონ ჰესის მშენებლობის პროექტს.

კანცელარიაში სხდომა 10 საათზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5