ხელისუფლება საბჭოთა პერიოდის ანაბრების დაბრუნებას ეტაპობრივად მოახდენს

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 14:39

ხელისუფლება საბჭოთა პერიოდის ანაბრების მოცულობის დადგენაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა განაცხადა.

ონოფრიშვილის განცხადებით, უმთავრესი ამოცანა ანაბრების რეალური მოცულობის დადგენაა, რომელსაც სპეციალური კომისია განიხილავს და წლის ბოლომდე დადგინდება, თუ რა მოცულობის ვალდებულებასთან აქვს საქმე სახელმწიფოს.

"ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება ამ ვალდებულების მომსახურებას, თუმცა ანაბრების დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება.  უკვე წელსვე, ჩვენ გვექნება რეალური მონახაზი, თუ როგორ მოხდება ამ საკითხის მოგვარება", - აცხადებს ონოფრიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59