ნაციონალური მოძრაობა გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას ითხოვს

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 14:32

ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ და­საქ­მე­ბის სა­კუ­თა­რი კონ­ცეფ­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. და­საქ­მე­ბის გეგ­მა 4 ძი­რი­თა­დი პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბა. როგორც კონ­ცეფ­ცი­ა­შია აღნიშნული, "ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო", და­საქ­მე­ბის ხელ­შეწ­ყო­ბის მიზ­ნით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნ­და გა­დად­გას შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი: 1. ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის პრო­ცე­სის სტი­მუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოხ­დეს გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა ისე, რო­გორც ეს იყო და­გეგ­მი­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სში 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ღე­ბულ ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ იქ­ნეს შრო­მის ბაზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა; 2. სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ქმნის ბიზ­ნე­სი. ამი­ტომ და­ცუ­ლო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა კერ­ძო სექ­ტორ­ში მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია და­საქ­მე­ბის ხელ­შეწ­ყო­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, უნ­და გა­მოც­ხად­დეს 2-წლი­ა­ნი მო­რა­ტო­რი­უ­მი ისეთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ქვეყ­ნის ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მო­ზე; სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ მი­ი­ღოს კა­ნო­ნი ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლის ამ­ნის­ტი­ი­სა და და­ფა­რუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია 2013 წლის 1 იან­ვრამ­დე; მოხ­დეს ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია; აიკ­რძა­ლოს სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ერ; 3. და­საქ­მე­ბის ზრდა შე­უძ­ლე­ბე­ლია უც­ხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის გა­რე­შე. ამი­სათ­ვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას ქვეყ­ნის მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ხო­ლო, შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რა­თა მოხ­დეს მთავ­რო­ბის სუ­ვე­რე­ნულ რე­ი­ტინ­გებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; 4. ახა­ლი სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის გახ­სნა მკვეთრ სტი­მულს მის­ცემს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის პრო­ცესს. ამი­ტომ, უნ­და დაჩ­ქარ­დეს ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო შე­თან­ხმე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აშშ-სთან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­საქ­მე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6