სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეწვევა

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 14:25

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ეწვევა.

კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს. მისი უწმიდესობის აღსაყრდებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2012 წლის 26 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქს მიანიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქს საზეიმოდ გადაეცემა საპატიო დოქტორის დიპლომი.

შეხვედრა ხვალ,  13 საათზე გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55