„ახალი მემარჯვენეები“ პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 14:22

„ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს პარტიის სახელით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა.

კაციტაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მომზდებულ წერილში „ახალი მემარჯვენეები“ აყალიბებენ მთელ რიგ გარემოებებს და არგუმენტებს, რის გამოც აუცილებლად მიაჩნიათ უმოკლეს ვადებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა.

„ახალი მემარჯვენეები“ თვლიან, რომ ქვეყანაში უკვე მიმდინარე რეფორმები, კონკრეტულად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელზეც ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობს, ავტომატურად საჭიროებს კონსტიტუციაში მათ ასახვას. ეს ისეთი ცვლილებებია, რომლებიც აუცილებლად ითხოვს კონსტიტუციის საფუძვლიან, და არა ფრაგმენტულ გადასინჯვას და, შესაბამისად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას.

გარდა ამისა, კაციტაძის თქმით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღიდან ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც 2010 წელს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევის შედეგად განხორციელდა .

„აღნიშნული საკონსტიტუციო ,,სიახლეები“ ინსტიტუციურად აძლიერებს აღმასრულებელ შტოს და ასუსტებს საპარლამენტო ხელისუფლებას. ხელისუფლების შტოთა შორის წარმოქმნილი დისბალანსის აღმოფხვრის აუცილებლობიდან გამომდინარე მემარჯვენეები საჭიროდ თვლიან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. კონსტიტუცია ფართო საზოგადოებრივ– პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე უნდა შეიქმნას და ნებისმიერი სერიოზული ცვლილებები ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით უნდა ხდებოდეს. უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პაკეტის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის შეუქცევად განვითარებას“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

წერილი დღესვე ჩაბარდება პარალმენტის თავმჯდომარის ოფისს თბილისში, იუსტიციის სახლის შენობაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59