ბარნოვის განცხადება, შესაძლოა, დაგეგმილი დიდი პროვოკაციის მოსამზადებელი ეტაპი იყოს - თორნიკე შურღულაია

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 13:36

ისტორიის დოქტორი თორნიკე შურღულაია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის გუშინდელი განცხადება იყოს მოსამზადებელი ეტაპი მომავალში დაგეგმილი დიდი პროვოკაციისა.

 

 

„პროვოკაციებისთვის გამიზნული ისტორიები უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი და მცირე დოზით კონსპირაციის ელემენტების შემცველი. გუშინდელი განცხადებით მოხდა საზოგადოების ინფორმირებულობა ტელევიზიებით, რითაც საზოგადოება შეაგუეს აზრს, რომ პროვოკაცია და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევა ერთხელ უკვე მოხდა. პარალელურად მოუწოდეს სპეცსამსახურებს, გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა და მოითხოვეს მეტი უსაფრთხოების გარანტიები პრეზიდენტისთვის და მისი ადმინისტრაციისათვის“, - განაცხადა „ჯეონიუსთან“ საუბარში თორნიკე შურღულაიამ.

თორნიკე შურღულაიას თქმით, სავსებით შესაძლებელია, ნაცმოძრაობის სცენარითვე შემუშავებული შემდგომი პროვოკაციის განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტი და მისი გუნდი შეეცადონ პრემიერისა და მთავრობის წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის პროცესის გამწვავებას.

„ნაციონალური მოძრაობა მთავრობას დააბრალებს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას და შეთქმულების თეორიების ათას სისულელეს, ხოლო ამ საკითხებით სპეკულირება მათ იმიჯს გაზრდის და ისევ პოლიტიკური სცენის აქტიურ მოთამაშეებად მოგვევლინებიან და, შესაბამისად, დასავლეთში მათი მხარდაჭერაც გაიზრდება “, - აცხადებს შურღულაია.

ისტორიის დოქტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა გაქარწყლდეს ოფიციალური კონტრარგუმენტებითა და გამოძიების მიერ დადებული რეალური ფაქტებით, რაც, მისივე თქმით,  „ფარდას ახდის ამ ფარსს“, ეს კი სახელმწიფოს ინტერესებში შედის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45