საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 12:49

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებს. 29 აპრილის ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონები - "საერთოდ სასამართლოების შესახებ" და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი" შენიშვნებითურთ შევა.

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ აღდგომის დღესასწაულის ჩავლის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება და ვეტოს დაძლევენ.

უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერა, რაც 89 დეპუტატის მხარდაჭერას ნიშნავს. მმართველი პარტია კი პარლამენტში 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი,

როგორც უმრავლესობა აცხადებს, პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენების საფუძველი არ ჰქონდა, რადგან მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები თითქმის სრულად გაითვალისწინა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61