შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 12:47

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უკანონო იარაღი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში აძა გ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად „ა-კა-ეს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, მცირე კალიბრიანი შაშხანა, „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა, 4 მჭიდი და 60 სხვადასხვა დასახელების ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45