სააღდგომოდ მატარებლები დამატებით რეისებს შეასრულებენ

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 12:01

სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით მგზავრთა ნაკადის მოსალოდნელი მატების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაინიშნება დამატებითი ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული მატარებელი მოემსახურება დასავლეთ რეგიონს და სრულად უზრუნველყოფს გაზრდილ მგზავრთა ნაკადის მომსახურებას.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე ჩქარი ელექტრომატარებელი ზუგდიდის მიმართულებით გავა 08:45 და დანიშნულების სადგურში იქნება 14:15, საპირისპირო მიმართულებით კი რეისს შეასრულებს 18:00 და თბილისში დაბრუნდება 23:25.

საქართველოს რკინიგზა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59