ქრთამის აღების ფაქტზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 20:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი, 1981 წელს დაბადებული დემურ დ. გამოავლინეს.

დემურ დ-მ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომლის მიმართაც ინტერპოლი გადამოწმებას აწარმოებდა, 500 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დახმარება აღუთქვა.

ქრთამის ასაღებად დემურ დ.-მ მეგობარი დაიხმარა. შსს-ს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე დაკავებულია ქრთამის აღებაში ბრალდებული პირიც და მისი მეგობარიც.

სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44