ირაკლი ალასანია ბულგარელ კოლეგას თოდორ თაგარევს შეხვდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 20:04

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბულგარელ კოლეგასთან თოდორ თაგარევთან გამართა შეხვედრა.

მიღების ოფიციალური ცერემონიალი ბულგარეთის თავდაცვის უწყებაში გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების კუთხით ბულგარეთის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე, აღნიშნა ბულგარელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით გამოცდილების გაზიარებას. ირაკლი ალასანიამ ბულგარელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესახებ ესაუბრა.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და ევროკავშირთან ურთიერთობა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ბულგარეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. “ბულგარეთი საქართველოს მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. მინდა მადლობა გადავუხადო ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერის, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამო. ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. ჩვენი სამხედროები ISAF-ის მისიაში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. ჩვენს ჯარისკაცებს ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა აქვთ - სწორედ ამ ურთიერთობის გაგრძელებასა და გაღრმავებას ვაპირებთ მომავალშიც” - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სოფიის ცენტრალურ სამხედრო კლუბში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში „თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების“ (NATO’s Building Integrity) საკითხებს შეეხება. დაგეგმილია ასევე, ირაკლი ალასანიას სიტყვით გამოსვლა ბულგარეთის ატლანტიკურ კლუბში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55