ციხისძირის მაცხოვრებლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 19:05

ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს, სადაც ინციდენტში მონაწილე დაპატიმრებული სამხედრო პოლიციელებისთვის გირაოს შეფარდებისა და გათავისუფლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები სამხედროების გირაოთი გათავისუფლებას არ ეთანხმებიან და მათ ციხეში დაბრუნებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატებმა და აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა.

14 აპრილს სოფელ ციხისძირში მაცხოვრებელ მუსულმანებს ორმა სამხედრო პოლიციელმა რელიგიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6