ლუის სუარესმა მატჩის დროს ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 19:13

ინგლისის  ფეხბურთის  ასოციაციამ  "ლივერპულის"  ურუგვაელი  თავდამსხმელი  ლუის  სუარესი,  "ჩელსის"   სერბელი  დამცველის  ბრანისლავ  ივანოვიჩის  დაკბენისთვის  10 მატჩით  ჩამოაცილა თამაშებს.  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ჯარიმის გადახდაც დააკისრა. 

ურუგვაელი ფეხბურთელი ქულების მიხედვით მეორე ადგილზეა პრემიერ ლიგის ამ სეზონში და ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება, თუმცა, დაკბენის შემთხვევა მის კარიერაში  პირველი არ არის.

ლუის სუარესი ჰოლანდიის კლუბ "აიაქსში" თამაშის დროს, 2011 წელს,  მსგავს სკანდალში გაეხვა. ფეხბურთელმა   "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე რასისტული გამონათქვამის გამო დაკბინა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59