დავით კირვალიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 19:04

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს დევიდ მორანს შეხვდა  და დღეისათვის სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარება გააცნო. ბრიტანეთის ელჩი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის იმ პრიორიტეტებით, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დარგში არის გამოკვეთილი. „დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია საქართველოსთნ სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებით. დღეისათვის საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტის ძირითად ნაწილს ღვინო და მინერალური სასმელები წარმოადგენს. თუმცა ახალი ვითარების გათვალისწინებით ბრიტანეთის სავაჭრო წრეებში გაიზარდა ინტერესი საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართ, გთავაზობთ ამ მიმართულებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას“, - განაცხადა ელჩმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა დევიდ მორანს იმ ინტერესისთვის, რომელსაც ბრიტანეთის მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართ იჩენს და დეტალურად გააცნო სტუმარს 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები.

“სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ამჟამად ხორციელდება ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის კონკრეტულ და ქმედით მხარდაჭერას” - განაცხადა დავით კირვალიძემ.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერული კოოპერაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. მინისტრმა ისაუბრა იმ კანონპროექტზე, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს შეიძენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გავითარებასა და განმტკიცებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6