საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 18:58

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა იმედოვნებს, რომ 26 აპრილს დაგეგმილ სხდომას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პრობლემა არ შეექმნება. როგორც საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან სხდომების ჩაშლის მცდელობის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირებულა.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ დეპუტატებზე ბოლო დღეებში განხორციელებული ზეწოლის კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.

"26 აპრილის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის ცვლილება დედაქალაქის ბიუჯეტში. ბიუჯეტი იზრდება 83 მილიონით. ზრდა არის, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალურ ნაწილში.

საკრებულოს უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამჯერად მაინც დაარღვევენ ტრადიციას, საკრებულოს სხდომის დღეს დაბარების წესს და ნორმალურად მუშაობის საშუალებას მისცემენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6