სასჯელაღსრულების სამინისტროში NORLAG-ისა და UNODC-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 17:57

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირველი პირები დღეს ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) და გაეროს ნარკოტიკების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტუმრებმა წარადგინეს სასჯელაღსრულების სისტემის ერთობლივი შეფასების შედეგები.

აღნიშნული ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება გამახვილდა როგორც უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ პოზიტიურ რეფორმებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ მოგვარებას საჭიროებენ.

შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და რეკომენდაციები მოსაგვარებელ პრობლემებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45