ბანგლადეშში შენობის ჩამონგრევისას 30 ადამიანი დაიღუპა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 17:16

ბანგლადეშში რვა სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე დაშავდა. მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა 100-დე ადამიანი იყოს მოყოლილი.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ქვეყნის არმიის ჯარისკაცებიც ეხმარებიან.

ამ დროისთვის უცნობია ნგრევის მიზეზი,  ხოლო ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბზარები შენობის კედლებზე სამშაბათს გაჩნდა, თუმცა ნგრევის ძირითად მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6