თამარ კორძაია თემქის მოსახლეობას შეხვდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 17:06

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ’’ქართული ოცნებიდან“ თამარ კორძაია თემქის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და თავისი საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

 შეხვედრაზე კორძაიასთან იპოთეკარები მივიდნენ, რომლებიც, მათივე თქმით, ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის დედის კომპანიის საქმიანობის შედეგად დაზარალდნენ და მას მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს.

კორძაიამ შეხვედრაზე იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც თოქშოუ ’’პოზიციაში“ არ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ნაძალადევის რაიონის მაჟრიტაობის ყველა კანდიდატი მონაწილეობდა.

თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ  კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას კონკურენტების მიმართ, თუმცა დებატებში მათთან იმ ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად დაჯდება, რომელთაც არ აქვთ შუქი, წყალი, გაზი და სკოლის შენობაში ცხოვრობენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45