ნოდარ ხადური ესტონური საინვესტიციო კომპანიის „ტრიგონ კაპიტალის“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 17:03

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური უმსხვილესი ესტონური საინვესტიციო კომპანიის „ტრიგონ კაპიტალის“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს იოაკიმ ჰელენიუსს შეხვდა.

კომპანია დაინტერესებულია პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებით რეგიონის მასშტაბით, ისეთ სფეროებში როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ენერგო სექტორი და უძრავი ქონების ბაზარი. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს. კომპანიის აქტივები 1 მილიარდ დოლარს უტოლდება.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა მიმდინარე სამთავრობო პროგრამები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში, ის ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა დგამს ინვესტორების საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის.

„შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინვესტორებისთვის ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა მიმზიდველია. ისინი ენდობიან ქვეყნის მთავრობას და მზად არიან განახორციელონ სერიოზული, რეალური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტული სფეროებია სოფლის მეურნეობა და ჰიდროენერგეტიკის სექტორი. ვფიქრობთ, რომ საქართველოში ამ დარგებში ინვესტირების კარგი შესაძლებლობებია. ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანი სწორედ ამ შესაძლებლობების დეტალური შესწავლაა. იმედი მაქვს, მომავალში კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ,“ - განაცხადა კომპანია „ტრიგონ კაპიტალის“ დამფუძნებელმა იოაკიმ ჰელენიუსმა.

ესტონური საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მასპინძლობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46