სასჯელაღსრულების სამინისტრო ციალა კაშიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 16:32

2013 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 11:30 საათზე, სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთანი, ციალა კაშია, ფარულად, შენიღბული სახით, ცდილობდა #16 დაწესებულებაში აკრძალული ნივთის (მარჯვენა წინდაში დამალული - ჩინური წარმოების მცირე ზომის მობილური ტელეფონი) შეტანას, თუმცა დაწესებულების შემოწმება-დათვალიერების ოთახში წარმოებული შესაბამისი ვიზუალური დათვალიერების დროს №16 დაწესებულების თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი იქნა ზემოხსენებული ნივთი, რაც თავადვე აღიარა ციალა კაშიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, 2013 წლის 18 აპრილს მიღებული იქნა დასკვნა, რომლის საფუძველზეც ციალა კაშიას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან განთავისუფლება“.

„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის №97 ბრძანების 50-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის შეტანა სპეციალური ნებართვის გარეშე, რომელსაც გასცემს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რაც ციალა კაშიას მიმართ არ ყოფილა გაცემული. ამავე ბრძანების 51-ე მუხლით განსაზღვრულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესვლის წესი, რომელიც უგულებელყოფილი იქნა ციალა კაშიას მიერ.

ამასთან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 14 აპრილის №5 ბრძანება განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლების მქონე პირთა წრეს, რომელშიც დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთანი არაა განსაზღვრული.

აღნიშნულთან ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 378 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი კუთხით მსჯელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან არ მიღების შემთხვევაშიც კი, სამინისტროს გენერალური ინსპექცია დისციპლინური კუთხით უფლებამოსილია მოახდინოს რეაგირება ყოველ ამგვარ ფაქტზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამასთან, ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს სამინისტროში მოქმედ ბრძანებებს, წესდებებსა და დებულებებს, რომლებითაც განსაზღვრულია მათი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55