ზვიად ჩიტიშვილი ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას შეხვდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 16:22

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად ჩიტიშვილი ჯავის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა მოისმინა ხალხის პრობლემები და მათ გადაჭრაზეც ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც ზვიად ჩიტიშვილის შტაბში "ქართული ოცნებიდან"გადავიდნენ.

"დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლებს, "ნახალოვკაში" ვარ დაბადებული და ჯავაზე დავიწყე ცხოვრება. დღეს ეს გაჭირვება, რაც ნაძალადევის რაიონში არის, ვეცდები, რომ მაქსიმალურად გადაგიწყვიტოთ. დღეს ჩემს გარშემო ოცნების წარმომადგენლებიც დგანან, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან სამართლიანობისათვის ჩვენს რაიონში", -  განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61