ვაზიანის ბაზაზე საარტილერიო წვრთნები დასრულდა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 16:26

ვაზიანის პირველი საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ორგანიზების სწავლების“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა. 19 ქართველ ოფიცერს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი დაესწრნენ.

„საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების ორგანიზების სწავლება“ ინსტრუქტორ-შემფასებელთა ჯგუფის გადამზადებას გულისხმობდა. ქართველი ოფიცრები ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით წვრთნებს ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. საარტილერიო სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი კვირის განმავლობაში სწავლებაში ჩართულმა ოფიცრებმა თეორიული მომზადება გაიარეს. წვრთნების მეორე ფაზაში კი პრაქტიკული საველე ამოცანები დაიგეგმა. წვრთნაში მონაწილე პერსონალის ძირითად ბირთვს პირველი საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა წარმოადგენდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45