პოლიტიკური შეკვეთა პირდაპირ არის ნაჩვენები - დავით დარჩიაშვილი

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 16:03

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებაც არის მოვალეობაც, გამოიყენოს ვეტოს ამ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, რაც არის ქვაკუთხედი ევროპულობისა და ადამიანის უფლებებისა დაცვისა, - განაცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.

როგორც დარჩიაშვილი აცხადებს,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მოხედვით,  იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ცვლა არის სარისკო და ეს არ უნდა მოხდეს.

დარჩიაშვილის მიაჩნია, რომ ახალი ცვლილებებით ადამიანების უფლებები იზღუდება, მათ აღარ ექნებათ უფლება აირჩიონ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი და ამას, პარლამენტის მიერ მიღებული  კანონპროექტის მიხედვით, პროკურატურა გადაწყვეტს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და ასევე, ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, თუ მის გარეშე. არსებული პროექტით, ბრალდებულის ნაცვლად, ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61