დათა ახალაიასთან თანამშრომლობას და მისთვის შეღავათების გაწევას არ გამოვრიცხავ - ირაკლი ღარიბაშვილი

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 16:00

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ დათა ახალაიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელს ხელი მიუწვდებოდა  უამრავ ინფორმაციაზე, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა ძალიან შედეგიანი იქნება და საბოლოო ჯამში ეს თანამშრომლობა ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. მინისტრი დათა ახალაიასთვის შეღავათის გაწევასაც არ გამორიცხავს.

მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-ს კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სამეგრელოს აფარებდა თავს და ქვეყანა 2012 წლის ბოლოს კი არა, სულ ცოტა ხნის წინ დატოვა,  არ დაადასტურა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო მოსმენებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს უკანონობა საბოლოოდ დასრულდა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები  კვლავ ფლობენ  მოსასმენ აპარატურებს და უსმენენ მოქალაქეებს.

როგორც გამოცემასთან მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება.

რაც შეეხება ’’ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ბრალდებას - ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ თემასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ამ მხრივ მდგომარეობა სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა კიდეც,  მაღალია გახსნილი საქმეების მაჩვენებელი.

"ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებები უსაფუძვლოა. ქვეყანაში ყოველმხრივ სტაბილური მდგომარეობაა“ - აღნიშნა გამოცემასთან საუბარში ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45