KfW-მ დაცული ტერიტორიებისთვის 8 250 000 ევრო გამოყო

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 16:04

“გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა” (KfW) 8 250 000 ევრო გამოყო ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთის ეროვნული პარკებისთვისა და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიებისთვის.

გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, KfW კავკასიის ოფისის დირექტორმა ლარს ოერმანმა და KfW-ის რეგიონულმა მენეჯერმა დევიდ ბერტოლაზამ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

მომზადდა განსაკუთრებული შეთანხმების და ფინანსური ხელშეკრულების პროექტი “ეკო-რეგიონული განვითარების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“. ხელშეკრულება მოიცავს დაცული ტერიტორიებისთვის 8 250 000 ევროს გამოყოფას. კერძოდ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურის დანერგვა და მოვლა-პატრონობა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯების დასაფინანსება და სხვა პრიორიტეტული ღონისძიები.

პროექტის მიზანია, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკო-ტურიზმის განვითარება, ასევე, ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების მართვა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59