მაიორი კობა ცინდელიანი ISAF-ის მისიაში უმწიკვლო სამსახურისთვის დააჯილდოვეს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:59

მაიორმა კობა ცინდელიანმა ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის, უმწიკვლო სამსახურისთვის და უბადლო მმართველობისთვის ჯილდო მიიღო. 12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურს მე-7 საბრძოლო პოლკის მეთაურმა პოლკოვნიკმა ოსტინ რენფორტმა სამახსოვრო დაფა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნიკზე“ გაიმართა. „მე-12 ბატალიონის დახმარებით, ჩვენი ოპერაციის რაიონში უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ამ წარმატების მიღწევა ქართველი სამხედროების ეფექტური საქმიანობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან მუშაობა, რადგან მათი თავგანწირვა, საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი სამაგალითოა“ - განაცხადა პოლოვნიკმა რენფორტმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონმა ISAF-ის მისია უკვე დაასრულა. ქართული კონტინგენტი ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა და ექვსი თვის განმავლობაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციები განახორციელა. მე-12 ბატალიონი ავღანეთში, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 33-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46