მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:52

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკაში ყოფნის პერიოდში პრეზიდენტი  რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას  და მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

კერძოდ, ქვეყნის პირველი პირი დალასში, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, შემდეგ, არიზონას შტატში იგი მონაწილეობას მიიღებს ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ "სედონას ფორუმში".

ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან, რომელიც ამ რანგში პირველად შეხვდება მიხეილ სააკაშვილს. ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსაც შეხვდება. მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59