იშხანში თურქმა მკვლევარებმა ახალი აკლდამა აღმოაჩინეს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:30

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იშხანში აკლდამის აღმოჩენასთან დაკავშირებით, თურქული მხარე საქართველოდან სპეციალისტთა ჩასვლას ითხოვს.

ოდიშარიას თქმით, მათ თურქეთიდან აცნობეს, რომ აღმოჩენილია ახალი აკლდამა და თურქები სპეციალისტების გამოგზავნას ითხოვენ.

"შეიძლება ახალი აღმოჩენის წინაშე დავდგეთ, რაც კარგი იქნება ჩვენი კულტურისთვის,დიდ მადლობას ვუხდით თურქეთის კულტურის სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების პროექტი ჯერჯერობით არ არსებობს, ის ჯერ კიდევ პრეზიდენტთან დევს, თურქულ მხარესთან თანამშრომლობა დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ კეთილი მეზობლები ვართ და ერთობლივი ნაბიჯებით ყველა პრობლემას გადავწყვეტთ. არ არსებობს პრობლემა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან არ წყდება. ამის ნათელი მაგალითია იშხანი", -  განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59