გპირდებით, რომ საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს - ბიძინა ივანიშვილი

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:05

სტრასბურგში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად წარმატებული ვიზიტები განვახორციელეთ და გამორჩეული ამ მხრივ არც ევროსაბჭო იყო", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში ჟურნალისტებთან გააკეთა.

"მე მგონი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, აინტერესებდათ ჩვენი გუნდი და გვიხილეს",  - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებით არ იქნება იოლი ურთიერთობების აღდგენა, თუმცა  დასაწყისი კარგია და სწორი ქცევით ყველაფერი მოგვარდება, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა კი უკვე დაწყებულია.

"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საბოლოვოდ ურთიერთობის დალაგებას რუსეთთან დრო დასჭირდება, მოკლე დროში შეიძლებოდა ის, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან ოსტატურად გააკეთა. ჩიხში შესვლა იოლია, გამოსვლა კი არ არის მარტივი. მე გპირდებით, რომ საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და რუსეთთანაც დალაგდება ურთიერთობა"_განაცხადა ივანიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46