ის დრო, როდესაც ქვეყანაში ყველაფერს მხოლოდ პრეზიდენტი წყვეტდა, დამთავრდა - დავით უსუფაშვილი

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:11

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბოდენის გეგმის განხორციელების შესახებ განაცხადა, რომ "მარშალის ფონდის" წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის გეგმა, აფხაზეთთან დაკავშირებით მაშინ შეიქმნა, როდესაც არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულნი არ იყვნენ.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი, ადმინისტრაციული საზღვრის იქით ვერ გადადის და, შესაბამისად, რაიმე ძველი გეგმის კოპირება და განხორციელება ახლა შეუძლებელია.

დავით უსუფაშვილის თქმით, აფხაზეთში ვიზიტის დეტალებზე მას დიტერ ბოდენთან არ უსაუბრია. რაც შეეხება დიტერ ბოდენის საქართველოში შარშანდელი ვიზიტის პრეზიდენტის ინიციატივით გადადებას, უსუფაშვილმა განმარტა, რომ ის დრო, როდესაც ქვეყანაში ყველაფერს მხოლოდ პრეზიდენტი წყვეტდა, დამთავრდა.

"ახალი ხელისუფლების პირობებში, უცხოელებთან ურთიერთობის საკითხს მთავრობა წყვეტს. დაინტერესებული ვართ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი გვქონდეს როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დონეზე, ეს აუცილებელია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59