საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბულგარეთის სამხედრო აკადემიას ესტუმრა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 15:23

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი რაკოვსკის სახელობის ეროვნულ სამხედრო აკადემიას ეწვივნენ. ქართულ დელეგაციას ბულგარეთის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა და სამხედრო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სასწავლებლის მიმდინარე პროექტებსა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

ეროვნულ სამხედრო აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წვრთნისა და განათლების კუთხით თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო განათლებაა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობას ბულგარელი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სხვადასხვა კურსების გავლა შესთავაზა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბულგარელ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45